ჩვენს შესახებ
საქმიანი ცხოვრების წარმართვის პროცესში ხშირად წამოიჭრება ისეთი საკითხები და პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ კვალიფიციურ იურისტებს შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს როგორც სარჩელის აღძვრა კაპიტალის დაბრუნების თაობაზე, ასევე იურიდიული პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და უძრავი ქონების რეგისტრაცია. კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურება.
სპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადვოკატებისაგან, რომლებიც გაგიწევენ მაღალკვალიფიციურ სამართლებრივ მომსახურეობას სამართლის ყველა სფეროში. ჩვენი ადვოკატების მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას აძლევს მათ წარმატებულად განახორციელონ ჩვენი კლიენტების ინტერესების დაცვა. მოგვმართავთ, რა ჩვენ, თქვენ მიმართავთ იურისტს, რომელიც სპეციალიზირდება თქვენს კონკრეტულ პრობლემაზე. გამოირჩევიან რა მაღალი პროფესიონალიზმით, ჩვენი ადვოკატები დაგეხმარებიან სარჩელებისა და განცხადებების მომზადებაში, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრებაში, გაკოტრების პროცედურის დაწყებაში და სხვა.
ჩვენი ადვოკატები ახორციელებენ სამართლებრივ დაცვას საგამოძიებო ორგანოებში, საარბიტრაჟო და საერთო სასამართლოებში. ისინი გთავაზობენ სამართლებრივი მომსახურების ფართო სპექტრს: დავების გადაწყვეტა სასამართლოს გარეშე, კერძო დეტექტივის მომსახურება, მაღალპროფესიონალური საადვოკატო მომსახურება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით, სარჩელების აღძვრა საარბიტრაჟო სასამართლოებში, ვალების სამართლებრივი ამოღება და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილისიდან გაუსვლელად ქონების დაკანონება და რეგისტრაცია, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის აღება, დოკუმენტაციის შეგროვება უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის, ყველა სახის ხელშეკრულების შედგენა მოძრავ და უძრავ ქონებაზე ავტორიზებული ადვოკატის მიერ.
საადვოკატო ბიუროს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია სამართლიანობა და კანონიერება. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ კანონის გვერდის ავლით გაწეულ სამართლებრივ მომსახურებას, კორუფციასა და მოქრთამვას. ჩვენი პროფესიული საქმიანობა ეყრდნობა მხოლოდ კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობას დაფუძნებულს ქართული ადვოკატურის საუკეთესო ტრადიციებზე და თანამედროვე პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენს საადვოკატო ბიუროს არაერთხელ წარმატებით გამოუყვანია კლიენტი კრიზისული მდგომარეობიდან და ასევე წარმატებულად მოუხდენია ბიზნეს დავების მშვიდობიანი და სამართლებრივი გადაწყვეტა. Pპროფესიულ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მრავალმხრივი ცოდნა და კლიენტების მოთხოვნილებების შეცნობა, უფლებას აძლევს ჩვენს ადვოკატებს მიიღონ ოპტიმალურად სამართლიანი გადაწყვეტილება ყველაზე რთულ სიტუაციებში, მათ შორის საბანკო კრიზისის დროსაც. ჩვენს საადვოკატო ბიუროში თქვენ ყოველთვის შეძლებთ მიიღოთ ოპერატიული და სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია იმის შესახებ თუ როგორ მიაღწიოთ სასურველ სამართლებრივ შედეგს.
ჩვენი ადვოკატების პრაქტიკა ეფუძნება საქართველოსა და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილ ცოდნას, მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს.
ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ეჭვი არ შეიტანონ დადებითი შედეგის მიღწევაში სხვადასხვა სირთულის საქმეებში, დაწყებული კერძო საკუთრების რეგისტრაციიდან კლიენტების ინტერესების საერთაშორისო არბიტრაჟში დაცვამდე. სპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები” გახდება თქვენი მესაიდუმლე და გამოცდილი მოკავშირე. |